MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - აი, გაჩვენებთ - თქვენი სანქციები არ მუშაობს

ნახვები: 520 ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - აი, გაჩვენებთ - თქვენი სანქციები არ მუშაობს

ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი, გაჩვენებთ - თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ აიღებს ხელფასს სანქცირებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.

კობახიძის თქმით, თამაზაშვილი აქამდეც ოფიციალურად იღებდა ხელფასს და მომავალშიც ოფიციალურად მიიღებს.

„ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი. აი, გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ხელფასს ოფიციალურად იღებდა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა