MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

გერმანიაში „ქრისტიან დემოკრატები” და „სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობას შექმნიან

ნახვები: 469 გერმანიაში „ქრისტიან დემოკრატები” და „სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობას შექმნიან

გერმანიაში “ქრისტიან დემოკრატები” და “სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეარხი n-tv კოალიციურ მოლაპარაკებებთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ფედერალური არჩევნებიდან ხუთი კვირის შემდეგ გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი” და “სოციალ-დემოკრატიული პარტია” კოალიციაზე შეთანხმდნენ.

აღინიშნება, რომ საბაზისო შეთანხმებას დღეს, 8 აპრილს, საღამოს მიაღწიეს და ახლა “საბოლოო დეტალებზე” მიმდინარეობს მუშაობა. წყაროების ცნობით, შედეგების გამოცხადება 9 აპრილს, შუადღით იგეგმება.

ასევე აღინიშნება, რომ “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერის, ფრიდრიხ მერცის ბუნდესტაგში კანცლერად არჩევის თარიღად 6 მაისი განიხილება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა