ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს - გთხოვთ, ჩამობრძანდით უკრაინაში - მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა

ნახვები: 708 ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს - გთხოვთ, ჩამობრძანდით უკრაინაში - მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში.

„ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები“, - განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დონალდ ტრამპი მიხვდება, რა ჩაიდინა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

“მოდით, შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გაქვს გარიგება. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორად მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ნეიტრალურობა სურს.

„პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას ნეიტრალიტეტი სურს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს.

„სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ აშშ-ში რუსული ნარატივები ჭარბობს. როგორ შეიძლება, რომ ჩვენი დანაკარგებისა და ტანჯვის მოწმე იყო, გაიგო, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს ამერიკაზე, აშშ-ის პოლიტიკასა და ამერიკელ პოლიტიკოსებზე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე მეტყველებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა