თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას
„ჰუსიტებმა“ ბენ გურიონის აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაშავდა 6 ადამიანი
მზია ამაღლობელი - პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება
ევროკავშირის პრესსპიკერი - ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს
ლევან მურუსიძე - საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს
თინა ბოკუჩავა „MEGOBARI აქტზე“ - აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება

გიორგი გახარია 20 ივნისზე - ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი

14.04.2025 ნახვები: 242

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მასთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი, სუსი-ს ხელმძღვანელი და „გავრილოვის ჩამომყვანი“. აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს 20 ივნისის საქმეზე პასუხობს.

„ვთვლი, უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ, დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმაც სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოჰკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა.

მე არ ვიცი,თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“, - განაცხადა გახარიამ.

20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს - მას შემდეგ 6 წელი გავიდა, 4 წელი კი ხელისუფლებაში აღარ ვარ - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფართო კონტექსტისთვის, საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმეზე, მასთან ერთად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს.

„20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს და მას შემდეგ გავიდა 6 წელი. ამ 6 წლის განმავლობაში მე აღარ ვარ ხელისუფლებაში უკვე 4 წელი. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო. გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ 20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვინ გასცა პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული გვქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ, იუსტიციის მინისტრობის დროს არის გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება. ძალიან კარგად მესმის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ჰააგა სხვების საქმეებთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო. სტრასბურგმა დაადგინა, მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ, ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. რაც შეეხება ფართო კონტექსტს - ფართო კონტექსტის ნაწილში აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლოზე უფრო დიდი და დასაბუთებული ინტერესი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ 20 ივნისთან დაკავშირებით, ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის, ინფორმაციის არსებობას და წვდომას, იმისთვის რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. რაც შეეხება ფართო კონტექსტს - მე ვთვლი, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი,“ -განაცხადა გახარიამ.

ამ კომისიას საქართველოს მოქალაქეებზე ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებთ, ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში - გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, აქ მოვიდე, მანამდე მოსვლას არ ვაპირებდი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი მისვლა პარლამენტში არ ნიშნავს იმას, რომ კომისიას აღიარებს.

„გულწრფელად გეუბნებით ქალბატონო თეა, მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ, უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, თქვენ თუ ვინ გასცა პარლამენტის შტურმის შესახებ ბრძანება არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს „ნაცების“ წარმომადგენლებს არ ეძახით. თქვენ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალავს არ აპირებთ. მე არ ვიცი, თქვენ რას აპირებთ. ამიტომ, მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი. რაც შეეხება რას ვხედავ მე ამ კომისიაში, მე ხომ ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს.

ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში. მაშინ, გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არცერთ სიტყვას, მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული, აქ მოვიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, მუშაობს. მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია და ჩემი აზრით დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა