MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

მზია ამაღლობელი გამომძიებელს - ეს თავდასხმა არ არის!

ნახვები: 471 მზია ამაღლობელი გამომძიებელს - ეს თავდასხმა არ არის!

ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის! - ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქმის გამომძიებელს, მიხეილ დარჩიას, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაიკითხა.

მზია ამაღლობელმა გამომძიებელს, ასევე, ჰკითხა, როდის დასრულდება მის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ექსპერტიზა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა: „შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს ექსპერტიზა, ვერ გეტყვით“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, საქმის გამომძიებელი გამოკითხეს. გამომძიებელი მიხეილ დარჩია, მხარეების შეკითხვებს 3 საათზე მეტხანს პასუხობდა.

ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა