Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა

ნახვები: 521 ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში იუწყება.

მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, დეპუტატთა პალატისა და სენატის ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან, ასევე თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და უკრაინულ საზოგადოებასთან.

“რაც მთავარია, ჩვენ მადლობას ვუხდით ჩეხეთს პრინციპული მხარდაჭერისა და ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. ჩეხეთის საარტილერიო ინიციატივა ეფექტური აღმოჩნდა და ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. თანამშრომლობის კიდევ ერთი სფეროა ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარება, პილოტების მომზადების პროგრამების გაფართოება და ჩვენი F-16 ფლოტის მხარდაჭერა. ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ უკრაინისთვის კარგ ამბებს ვამზადებთ”, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ჩეხეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ერთობლივი ზეწოლის განხორციელებას.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ დიპლომატიურ ძალისხმევას და რუსეთზე ჩვენს ერთობლივ ზეწოლას, რათა მივარწიოთ ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას და ომის დასრულებას“, - აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა