Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

IPN - გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა

ნახვები: 487 IPN - გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გორგაძე კლინიკაში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი 30 იანვარს მოათავსეს.

„წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამძიებს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო“, - აცხადებს ადვოკატი.

ღურწკაიას თქმით, პაციენტი ციხეში სასისკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა