Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს

ნახვები: 500 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ, - ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი მიმდინარე წლის 27 მარტს დაუჭირა.

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა