გილოცავთ ახალ 2026 წელს!
პაატა ბურჭულაძე - ძალა ერთობაშია! ბოლომდე!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
ზურაბ ჯაფარიძე - მე გადავიხდი გირაოს
თენგიზ აბლოთია - "2025 წელი" - დიქტატურის მოლოდინში
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ელენე ხოშტარია - რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ
ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

მარკო რუბიო - ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდები

07.05.2025 ნახვები: 389

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით, მხარეებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

“ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას. ვიმეორებ პრეზიდენტის დღევანდელ კომენტარს, რომ იმედია, ეს სწრაფად დასრულდება. გავაგრძელებ ინდოეთისა და პაკისტანის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას მშვიდობიანი მოგვარების მიზნით“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მანამდე, აშშ-ში ინდოეთის საელჩომ განაცხადა, რომ ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, აჯიტ დოვალმა მარკო რუბიოს „მიაწოდა ინფორმაცია ინდოეთის მიერ მიღებული ზომების შესახებ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა