კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

ნახვები: 498 ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს

ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.­

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა დიპლომატიას მხარს უჭერს და ის თურქეთში ჩასასვლელად მზად არის.

„რუსეთის მიერ დაბომბვები და თავდასხმები გრძელდება. მოსკოვი პირისპირ შეხვედრის წინადადების შესახებ მთელი დღეა დუმს. ძალიან უცნაური დუმილია. ასეა თუ ისე, რუსეთს ამ ომის დასრულება მოუწევს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრის მასპინძლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ შეხვედრას მხარს სრულად უჭერს და ვისურვებდით, რომ მან თურქეთში ჩამოსვლისთვის შესაძლებლობა გამონახოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა