საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

გირაოს გადაუხდელობის გამო ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს

14.05.2025 ნახვები: 470

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ირაკლი ოქრუაშვილმა მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მოსამართლე ნინო თარაშვილს მიმართა კითხვით, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. ოქრუაშვილმა იქვე დასძინა, რომ თუ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება და პროცესებზე ვერ ივლის. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომებს არ დაესწრება.

"თუ რუსთავში მომიწია ყოფნა, იქიდან ნამდვილად არ ვივლი პროცესებზე, ან უზრუნველყავით დისტანციური ჩართვა, ან უჩემოდ ჩაატარეთ პროცესები", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ვიდრე მოსამართლე ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო სხდომის დარბაზშივე მოიხსნა ქამარი. მან პროცესზე აღნიშნა, რომ მეტალის ნივთებიც კი არ გაუკეთებია დღევანდელ პროცესზე, რადგან ყველაფერს ელოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს აკრძალული. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.

ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა