საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

მიხეილ ჯანელიძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე - „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე

16.05.2025 ნახვები: 496

ძალიან დასანანია და სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ და ვისმენ ორი დღეა მომდევნო არჩევნებში ზურას [პოლოლიკაშვილის] კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებთან დაკავშირებით - სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევას.

როგორც საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი წერს, სასაცილოა არგუმენტი, რომ „ქართული ოცნება“, ამ ნაბიჯით, საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს გაუფრთხილდა.

„ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა, 2017 წელს, იყო საქართველოს დიდი გამარჯვება. საქართველო, მანამდეც და დღესაც, ძალიან მცირე რაოდენობით და დაბალ პოზიციებზეა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს კი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველის არჩევის, რაც აძლიერებდა საქართველოს დიპლომატიურ პოზიციებს. ასევე, რადგან ეს იყო სექტორული საერთაშორისო ორგანიზაცია, და ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია, დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობასაც ატარებდა, რაც კარგად გამოჩნდა თუნდაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებებით. აღსანიშნავია, ზურაბ პოლოლიკაშვილის, მტკიცე და სწორი პოზიცია რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ.

არჩევნებში გამარჯვება იყო ზურას პირადი დამსახურება და საქართველოს მთავრობის ძალიან აქტიური მხარდამჭერი კამპანიის და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი. ყველა, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული და სხვა შესაბამისი საჯარო მოხელით დამთავრებული, იყო მაქსიმალურად მობილიზებული ამ შედეგის მისაღწევად. იყო დიდი კონკურენცია, და საქართველოს კანდიდატის ასეთ მაღალ პოზიციაზე არჩევა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო.

ძალიან დასანანია და სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ და ვისმენ ორი დღეა მომდევნო არჩევნებში ზურას კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებთან დაკავშირებით.

სასაცილოა არგუმენტი, რომ „ქართული ოცნება“, ამ ნაბიჯით, საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს გაუფრთხილდა. საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარულ რეჟიმად იცნობს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს გინებით უშვებს ქვეყნიდან, და თურმე, ახლა მოუსმინა ელჩების რეკომენდაციას.

ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ზურას მიერ თეა მაისურაძის კონტრაქტით დანიშვნის გამო „ქართული ოცნება“ განაწყენდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ესე იგი, თუ რეჟიმის პოზიციას არ ეთანხმები, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის უფლებაც არ გაქვს.

გაუგონარია, თუ როგორ შეიძლება გაცვალო შენივე დასახელებული კანდიდატი, სხვა ქვეყნის კანდიდატში და თან ასე საჯაროდ. თუ არსებობს შესაბამისი მიზეზი, არსებობს სხვა დიპლომატიური გზებიც ასეთი საკითხების გადასაწყვეტად.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები. ასე მივდივართ იმ საოცნებო „სუვერენიტეტთან“, რასაც სინამდვილეში, დემოკრატიული საზოგადოებიდან იზოლაცია ჰქვია“,- წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა