კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

სამედიცინო ექსპერტი - ირაკლი დგებუაძეს გარეგნულად, სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა

ნახვები: 518 სამედიცინო ექსპერტი - ირაკლი დგებუაძეს გარეგნულად, სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა

სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის - იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა [ირაკლი დგებუაძეს] სიწითლე, არ მახსოვს. რომც ყოფილიყო, არა მგონია, რომ მიმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, - ამის შესახებ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტმა, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომელიც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება.

მისივე თქმით, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო -სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

„ჩატარდა ირაკლი დგებუაძის სხეულის გარეგნული დათვალიერება და გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო -სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. იმავე დღესვე, 12 იანვარს, მზია ამაღლობელსაც ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დათვალიერდა მზია ამაღლობელის სხეული ვიზუალურად, რის საფუძველზეც გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.

რაც შეეხება კვლავ ირაკლი დგებუაძის შემოწმებას, სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანია უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა. იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე, არ მახსოვს. რომც ყოფილიყო, არა მგონია, რომ მიმეთითებინა დასკვნაში, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობაა“, „თავისუფლება მზიას!“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა