კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას

ნახვები: 534 უკრაინის თავდაცვის მინისტრი - პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას

სტამბოლში დელეგაციებმა ომის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლა განიხილეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სტამბოლში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამის გარდა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხს შეეხნენ.

„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე“ გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც“, - განაცხადა უმეროვმა.

მისი თქმით, ახლა „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა“, ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა