სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russian attack on Vasylkivka community in Dnipropetrovsk Region kills man
Russia loses 1,000 soldiers in Ukraine war over past 24 hours
Lithuania to host rehabilitation for over 300 Ukrainian children freed from occupation
NATO membership impossible for country at war – ex-NATO assistant secretary general
Ukrainian border guards destroy nine Russian shelters in Southern Slobozhanshchyna sector
War update: 206 clashes on frontline, fiercest fighting in Pokrovsk sector

ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურამ და სასამართლომ სპეციალურად თქვეს უარი იმ ადამიანების მოწმეებად დაკითხვაზე, ვინც ჩემი პასუხისმგებლობა მოითხოვეს

19.05.2025 ნახვები: 402

პროკურატურამ და სასამართლომ სპეციალურად თქვეს უარი იმ ადამიანების მოწმეებად დაკითხვაზე, ვინც ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვეს - ამ გამოკითხვისას კიდევ ერთხელ გამოვლინდება, თუ როგორ ფეხქვეშ გაითელა კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნას, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს სხდომა არის ჩაწერილი და საზოგადოებას ექნება საშუალება, გაეცნოს ამ სხდომის მიმდინარეობას, შინაარსს. ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება გათელო კანონის უზენაესობა ფეხქვეშ, აბსოლუტურად დაუქვემდებარო პროკურატურა, სასამართლო პოლიტიკურ ნებას. პირდაპირ გეტყვით, არ სჭირდება იურიდიული ცოდნა იმას, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლით განსაზღვრულია საგამოძიებო კომისიის შედგენის წესი, სადაც წერია შავით თეთრზე, რომ საგამოძიებო კომისიის მინიმუმ 50% უნდა შედგებოდეს ოპოზიციური პარტიების წევრებისაგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნას, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. კონსტიტუციამ ეს იმპერატიული მოთხოვნა განსაზღვრა იმისათვის, რომ ერთმა პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია მისი ოპონენტების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. დარღვეულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნა, დარღვეულია თვითონ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ანუ უკანონო კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ამაზე პირდაპირ მითითებული იყო საგამოძიებო კომისიაზე, ამავდროულად მოთხოვნილი იქნა იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვა, რომლებმაც მოითხოვეს ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ ვინც იჩივლა პროკურატურაში იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად, სასამართლომაც. რატომ?! პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ მათი მოყვანა ძალიან მნიშვნელოვანია მოწმეებად. ამ გამოკითხვისას გამოვლინდება კიდევ ერთხელ, თუ როგორ ფეხქვეშ გაითელა კანონის უზენაესობა, მაგრამ ამ ადამიანებს პროკურატურა სპეციალურად არ იბარებს მოწმეებად და სასამართლომაც დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა პროკურატურას. ასე რომ სახეზე გვაქვს ყველა შესაძლო დარღვევა, რაც შეიძლება განხორციელდეს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა