ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს, დაასრულოს ომი, სულ მცირე, შეწყვიტოს - ჩვენ ამას ვგრძნობთ
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
Russian army lost over 996,000 soldiers in Ukraine war
National Guard destroys two Russian tanks and mortar in Pokrovsk direction
Nawrocki supports Ukraine but opposes EU entry for now
Border guards show destruction of enemy assault group on motorcycles and buggies
Zelenska Foundation launching new projects to support Ukraine’s war-affected children

ნიკა მელია - რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი

20.05.2025 ნახვები: 290

პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელია განმარტავს, „უკომპრომისო ბრძოლაში თავსებადი არაა სერიოზულად განიხილავდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“.

„6 დღეში 26 მაისია - ისტორიული მნიშვნელობის დღე, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შესძინა, ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა. პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში სახელად - ადგილობრივი არჩევნები, ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს. მე არასდროს მითქვამს უარი არჩევნებზე, არჩევნები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს, იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში, ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ბოლომდე ღირს, ეს ბრძოლა მიმდინარეობს, პროტესტი ურყევია, ქვეყანას 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ახლა ეს ხალხი გვთხოვს, მინიმუმ გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 6 დღეში, 26 მაისს, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, თუ ცალკეული ადამიანი, ვინც ვალდებულია საზოგადოების წინაშე ამ კითხვაზე გასცეს პასუხი, [გასცემს პასუხს] და ამით არ დაემსგავსება 26 მაისი 31 მარტს. არათავსებადია უკომპრომისო იყო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე 4 თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე. აქა-იქ ისმის კითხვა, რა არის ბოიკოტის შემდეგ გეგმა. პასუხი - არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით რეჟიმთან პოლიტიკური არ თანამშრომლობა არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაფართოება არის გეგმა. საზოგადოება მინიმუმ, ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ყოველგვარი თავდასხმის გარეშე, მკაფიოდ საჭიროებს პასუხს, თუნდაც, გულწრფელად ვთქვათ, დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია, მაგრამ ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. 26 მაისს ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრნი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული“, - განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა