საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

ელენე ხოშტარია - ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით

20.05.2025 ნახვები: 447

ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით - არის წითელი ხაზები, რომელიც არცერთ ჯგუფს არც ერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა. არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც ბრძოლისთვის კრიტიკულია.

„ბრძოლის ტაქტიკებზე კამათი, კრიტიკა, კითხვები და ასე შემდეგ, არა თუ სასარგებლო, არამედ აუცილებელიც არის. ამიტომ ჯანსაღი გარემოს დასამკვიდრებლად ეს ნორმა უნდა იყოს. ერთმანეთს თუ არ მოვუსმინეთ, ყველა გადავიჩეხებით.

ამასთანავე, ამ კამათში მნიშვნელოვანია იმ ერთობის სულისკვეთების შენარჩუნება, რაც კრიტიკულია ბრძოლისთვის. ამიტომ ერთმანეთს გულისყურით და პატივისცემით უნდა ვუსმინოთ. სწორედ ასე ვიღებ ყველა გამოთქმულ აზრს ნებისმიერ ეთერზე.

რაც შეეხება გუშინდელ ეთერს:

რა თქმა უნდა, თავშიც არ მქონია რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე საუბარი, გამიკვირდა როდესაც ერთ-ერთმა ჯგუფმა, ერთობამ, რაიმენაირად ეს თავის თავს დაუკავშირა. გუშინ ვცდილობდი ამეხსნა, ის რომ თვეები გავიდა ბრძოლაში, არ ნიშნავს არც ფუჭად დაკარგულ დროს და არც უშედეგობას, რადგან ჩვენი შეგნებული არჩევანია არა ძალადობრივი ქმედებები, რაც გვინახავს 90-იანებში, არამედ პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობა, რომელიც რეჟიმის დემონტაჟს მოახდენს. ეს წინააღმდეგობა არ ნიშნავს „პეპლებს“, ან როგორ უნდა ნიშნავდეს, როცა მე თვითონ არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებაში ვყოფილვარ მოძალადე პოლიციელებთან და ასე იქნება სულ, რადგან ეს სამართლიანი და სწორია.

რადგან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეტყობა კარგად ვერ გამოვხატე.

არის „წითელი ხაზები“, რომელიც არცერთ ჯგუფს არც ერთხელ არც დაურღვევია და არც დაარღვევს, მჯერა, და არის ბრძოლის ტაქტიკა, რომელზეც მუდმივად უნდა ვიმსჯელოთ.

ამიტომ კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ცარიელ კარს ნუ ამტვრევთ.

პატივისცემა ყველა თანამებრძოლს“, - წერს ხოშტარია.

ინფორმაციისთვის, გუშინ, ელენე ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ არ ვართ იმ ბრძოლაში, როდესაც ერთი მრავალრიცხოვანი აქცია გამოვა და იქ რაღაც დამთავრდება. ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ. ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით, რადგან ეს შეიძლება, შედიოდეს მხოლოდ რუსეთის და „ქართული ოცნების“ ინტერესებში. ისტორიულად ყოფილა ასეთი ეტაპები, როდესაც აუღიათ იარაღი და ასე ამხობდნენ ერთ დღეს გასვლით ქუჩაში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა, ამ ქვეყანას არ სჭირდება და არ შეიძლება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა