Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told

პაატა ბურჭულაძე - რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ, არა საბრძოლველად

21.05.2025 ნახვები: 508

არ ვიცი ვინ იბარებს აღლუმს, თუმცა ერთი რამ ვიცი, ქართულ ჯარს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა და ფიცი არ უნდა დაადებინო მიხეილ ყაველაშვილის წინ. ყაველაშვილმა ფიცი თუ ჩაიბარა, ის ჯარისკაცი ჩვენ აღარ გამოგვადგება , - ამის შესახებ გაერთიანება “რუსთაველის გამზირის” წევრმა პაატა ბურჭულაძემ 26 მაისთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ აპირებენ მისვლას და არა საბრძოლველად.

“მე წარმოვადგენ გაერთიანებას, რომელსაც ჰქვია “რუსთაველის გამზირი”. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე, არავინ აპირებს რამის ჩაშლას, პირიქით თავს ნუ დაგვესხმებიან და “ხარებას” რაზმი არ მოუშვან ჩვენკენ. მე დავესწარი რამდენიმე სხდომას, სადაც იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ყველანი დავესწრებით ამ ზეიმს, რადგან სახალხო ზეიმია. არ ვიცი როგორი ფორმით იქნება, ჩვენ რუსთაველის გამზირზე საზეიმოდ მივდივართ, ჩვენ იქ საბრძოლველად არ მივდივართ”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის იდეას არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარების საკითხზე, ბურჭულაძე აცხადებს რომ სამი სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს შემოთავაზება არჩევნების ციფრული მეთოდით ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ჩამოვლენ სპეციალისტები და შეთანხმდებიან ზუსტ ვერსიაზე.

“ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სატელეფონო არჩევნებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები უკვე ჩატარდა ესტონეთში. მას შემდეგ, რაც ვთქვით რომ უნდა ჩავატაროთ ინტერნეტ არჩევნები, სამი შემოთავაზება გვაქვს. სამი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში და ვკითხავთ რომელია ყველაზე სანდო. რომელიც იქნება ყველაზე სანდო, ამის შემდეგ შევთავაზებთ “ქართულ ოცნებას” ჩაერთოს ამ საქმეში და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. სხვა არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და კალანდარიშვილი დაიწერენ რამდენსაც უნდათ. დასხდებიან სპეციალისტები, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან და განიხილავენ რომელია ყველაზე სანდო. აპლიკაცია უკვე შექმნილია - ერთი ამერიკაშია, ორი ევროპაში”,- განაცხადა ბურჭულაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა