სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russian attack on Vasylkivka community in Dnipropetrovsk Region kills man
Russia loses 1,000 soldiers in Ukraine war over past 24 hours
Lithuania to host rehabilitation for over 300 Ukrainian children freed from occupation
NATO membership impossible for country at war – ex-NATO assistant secretary general
Ukrainian border guards destroy nine Russian shelters in Southern Slobozhanshchyna sector
War update: 206 clashes on frontline, fiercest fighting in Pokrovsk sector

სალომე ზურაბიშვილი - ბათუმში გერმანიის ელჩის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა

21.05.2025 ნახვები: 337

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა და ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირადად მისი და ,,წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.

სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც გერმანიის ელჩს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აფასებს გერმანიის მხარდაჭერას. მისივე თქმით, გერმანიის გარეშე არ არსებობს ევროინტეგრაციის პროცესი.

მისი თქმით, მომხდარი საქართველოს შეურაცხყოფაა.

„მინდა გამოვეხმაურო ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს. ორივეს მიაყენეს შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში „ქართული ოცნებიდან“, თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლიც იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. მინდა რომ ჩემი მხრივ და ასევე ამაში მინდა გავაერთიანო წინააღმდეგობის პლატფორმა, გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა ბატონი ელჩის და მისი მეუღლის მიმართ. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს, აფასებს. ელჩმა, დღეს რომ შევხვდი, თვითონაც მითხრა, იმ დროს, როცა ვიღაც ლანძღავდა, ადგილზე იყო ძალიან ბევრი უბრალო ადამიანი, საზოგადოების წარმომადგენელი, რომლებმაც ამოიღეს ხმა და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა ელჩისა და მისი მეუღლის მიმართ. მე მინდა მას პირადად დიდი მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა