კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

დონალდ ტრამპი - ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს

ნახვები: 492 დონალდ ტრამპი - ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს

ვაშინგტონში ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს!, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას.

„აშშ-ში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს! ყველა ღმერთმა დაგიფაროთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს.

აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა