გილოცავთ ახალ 2026 წელს!
პაატა ბურჭულაძე - ძალა ერთობაშია! ბოლომდე!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
ზურაბ ჯაფარიძე - მე გადავიხდი გირაოს
თენგიზ აბლოთია - "2025 წელი" - დიქტატურის მოლოდინში
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ელენე ხოშტარია - რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ
ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს

22.05.2025 ნახვები: 403

ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს და მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნების ელჩები და ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნებისგან“, არის აშკარა დეზინფორმაცია. ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მათი ყველა თავდასხმა უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს, მისი განცხადებები ზუსტად ასახავს და პატივს სცემს ევროკავშირის პოზიციას“, - განაცხადა მან.

ამას გარდა, ანიტა ჰიპერმა „ევროსკოპის“ რედაქტორ, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, თუ რას პასუხობს ევროკომისია გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკულ განცხადებებს, პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია ნათელია და საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ბრიუსელის პასუხი, რომელიც არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც გამოიხატა.

„ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მიმართ თანმიმდევრული და ძალიან მკაფიო იყო. მიმდინარე რეპრესიები, სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობა, ოპოზიციაზე თავდასხმები, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება უნდა შეწყდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ჩვენი გზავნილი, რადგან ჩვენ ეს ნათლად გამოვხატეთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც. მაგალითად, ჩვენ შევამცირეთ ყველა პოლიტიკური კონტაქტი მაღალ დონეზე. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისკენ მიმართული დახმარება და ეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადავამისამართეთ.

ასევე, ჩვენ გავზარდეთ სამოქალაქო მხარდაჭერა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ დიპლომატიურ პასპორტებზე გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ეს არის კონკრეტული ქმედებები, როგორც რეაქცია [საქართველოს] მთავრობის მიერ დამყარებულ რეპრესიულ რეჟიმზე.“- განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა