კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება-გიგი უგულავა

ნახვები: 540 ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება-გიგი უგულავა

პოლიტიკოსების ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, როცა გამოცხადებული დაჭერის ქრონიკაა და წინასწარ ვიცით, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება, იქნება დასანქცირებაც,-ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რიტუალური დაჭერები, რომელსაც თავისი რეაქციები აუცილებლად მოჰყვება.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით მსხვერპლის მდგომარეობაში, ეს გარდაუვალი ფაზაა, მაგრამ ამას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, შენ თუ მუდმივად მსხვერპლის პოზაში დარჩი, დაჩმორდები და ვერ გაიმარჯვებ. გამარჯვებული მსხვერპლი არ არსებობს. ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, ვინც ამ მსხვერპლზე მივდივართ.  ზურა დღეს მსხვერპლშეწირვაზე წავიდა, წავიდა და გადახტა ცეცხლში. პოლიტიკოსების ასეთ რიტუალურ დაჭერაზე, როცა გამოცხადებული დაჭერის ქრონიკაა და წინასწარ ვიცით, გარედან იქნება სერიოზული რეაგირება, იქნება დასანქცირებაც. ამას თავისი რეაქცია მოჰყვება, რადგან ეს რიტუალური დაჭერაა,- განაცხადა უგულავამ.

 

მისი თქმით, არჩევნები გაუქმებულია. სიმართლე არის ის, რომ კონკრეტული პირობების გარეშე, არჩევნები წარმოუდგენელია.

"არჩევნები გაუქმებულია. სიმართლე არის ის, რომ კონკრეტული პირობების გარეშე, არჩევნები წარმოუდგენელია. მითუმეტეს, ხალხს, ვინც თეორიულად არჩევნებში მონაწილოება უნდა მიეღო,  პარტიებმა, იმათ იჭერ. რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ. კატასტროფულ შედეგს მიიღებენ. ბოიკოტი ის კი არ იქნება, რომ ვიტყვით, არა, პლაკატით დავდგებით თითოეულ საარჩევნო უბანთან და მიმართული იქნება ოპოზიციის ამომრჩეველთან, რომ ამ მარაზმში არ მიიღოს მონაწილოება. ამდენი ადამიანი ციხეშია, ყველაფერი ჩამონგრეულია და მარტო არ დავტოვო “ქართული ოცნება“ რაღაცას გვაბოლებ.  მსჯელობა რაზე იქნება, თუ “ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ამის სურვილი აქვს, მოდი, დავტესტოთ, რას თმობენ ამისთვის. პირველი რაც უდაოა- პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მეორე-ამ კანონების შეცვლა და მესამე საკითხი- ჩვენი ამოცანა ხომ არის ახალი არჩვენები, რადგან მხოლოდ ის შეცვლის ვითარებას ქვეყანაში",- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. "მონებო" - სკანდირებენ მოქალაქეები. 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით. 

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა