კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

ნახვები: 525 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 26 მაისს, 11:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავისუფლების მოედანზე 25 მაისს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები, რომლებმაც რეჟისორთან ერთად საბოლოო დეტალები შეაჯამეს.

თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელები ქვეყნის მასშტაბით ფიცს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადებენ.

26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება.

კერძოდ, გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.

დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანზეც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა