კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, ღონისძიებები „საქართველო კვლავ დაგიცავ“ გაიმართება

ნახვები: 537 „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, ღონისძიებები „საქართველო კვლავ დაგიცავ“ გაიმართება

მთავრობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების გარდა, დღეს, 26 მაისს, თბილისში მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, რიგი ღონისძიება და მარშები გაიმართება.

„26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ძირითადი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან დაიწყება.

ასევე, დაგეგმილია დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობები:

კერძოდ, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ცნობებით, 16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში რამდენიმე ლოკაციიდან, 19:00 საათზე კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს რუსთაველის გამზირზე. ღონისძიებების ძირითადი ტერიტორია რუსთაველის თეატრიდან „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე“ იქნება.

ასევე, 26 მაისს, 16:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება კულტურის სფეროს მსვლელობა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანი მარში ფილარმონიიდან პარლამენტამდე „არტისტულ მანიფესტს“ წარმოადგენენ.

20:00 საათზე, რუსთაველზე, პირველი გიმნაზიის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 10 სხვადასხვა უნივერსიტეტის მოძრაობის სტუდენტები საკუთარ გეგმებს ისაუბრებენ. 17:00 - დან კი გაიხსნება საგამოფენო სივრცე.

“1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დემოკრატიული რესპუბლიკა დააფუძნა. 1991 წლიდან სსრკ-სგან განთავისუფლებულმა საქართველომ დამოუკიდებლობის დღედ კვლავ 26 მაისი აირჩია. 26 მაისი ჩვენი სამშობლოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

ჩვენს დამოუკიდებლობას კვლავ რუსეთის იმპერია ებრძვის, რომელმაც გაანადგურა პირველი რესპუბლიკა და წაშალა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორია. რუსი ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა კი დღესაც ცდილობს საქართველოს გმირების ღვაწლისა და თავისუფლების იდეის გაუფასურებას, საქართველოს განეიტრალებას, მის იზოლაციას და მეგობრების გარეშე ჩვენს მარტო დატოვებას რუსეთის პირისპირ.

მაგრამ ქართველი ხალხი შეუპოვრად და თავდადებით განაგრძობს ბრძოლას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

26 მაისს რუსთაველზე გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული მეხსიერება და ჩვენი გმირი წინაპრების კვალდაკვალ ხმამაღლა გაისმება ხმები, რომლებიც დღეს ყოველდღიური წინააღმდეგობით იცავენ სამშობლოს რუსთაველზე, საპატიმროებიდან, ემიგრაციიდან, საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან, სადაც ცოცხლობს წინააღმდეგობა!

და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს

ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოება

კვლავ მტკიცედ აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც:

რომ საქართველოს ვიცავდით და ვიცავთ მარად!

ვიცავდით და კვლავ დავიცავთ!

ბოლომდე!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა