სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russian attack on Vasylkivka community in Dnipropetrovsk Region kills man
Russia loses 1,000 soldiers in Ukraine war over past 24 hours
Lithuania to host rehabilitation for over 300 Ukrainian children freed from occupation
NATO membership impossible for country at war – ex-NATO assistant secretary general
Ukrainian border guards destroy nine Russian shelters in Southern Slobozhanshchyna sector
War update: 206 clashes on frontline, fiercest fighting in Pokrovsk sector

გიორგი გახარია - „ოცნებას“ იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც არ იმსახურებს

27.05.2025 ნახვები: 381

დღეს "ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა - ეს არის ის ძალა, რომელიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე არსებობს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის რადიკალიზაცია.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობდით პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირებას, სამწუხაროდ, ისევ ვდგავართ იმავე გამოწვევების წინაშე. დღეს ვეცდები, რომ პოლიტიკური და პარტიებისა და ლიდერების სახელები არ ვახსენო. პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვას ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია, არ გვესმის და მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ იქნება ევროპელი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არცერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე ნამდვილი ევროპელი. სინამდვილეში, ყველა ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ განსხვავებული აზრი არის მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფასეულობა, ამ ხალხისთვის ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია. ყველა, ვისაც არ უნდა ამ პოლუსის ორი რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს, ხვალ, ზეგ, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში მათთვის ჩვენი კარი ღიაა. დღეს, მაშინ, როცა სამყარო იცვლება, როდესაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები იცვლება და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ქვეყნის მეგობრების გამრავლების ნაცვლად, ქვეყანა მოახდინოს იზოლაციაში და მარტო დავრჩეთ იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც სულ უფრო და უფრო გვეზრდება. ასეთი ხელისუფლება ვერ იქნება ეფექტური და ვერც ის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მორალურად მშვიდობა დაჰპირდეს ადამიანებს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც მაგალითად ღირსებისა და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული გახდა, მე იმას არ ვამბობ, უნდოდა და სიამოვნებდა, იძულებული გახდა, ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ქვეყანაში ისეთი რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები გაეჩინა, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ეს ყველაფერი მიგვიყვანს კიდევ უფრო მეტ და დიდ გამოწვევებამდე. ყველაზე დიდი გამოწვევა ხელისუფლების, ოპოზიციის ამ ქვეყანაში არის რადიკალიზაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იტყვის, რომ ყველა ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, არ ნიშნავს, რომ მას სამშობლო არ უყვარს, არ ნიშნავს, რომ ვიღაცის აგენტები არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და ჩვენ მათთან ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს. მე ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიცაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ხალხს კარგად ვერ ავუხსენით, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობისა და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულობების საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა