კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

გიგა ბოკერია ივანიშვილის წერილზე - ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა

ნახვები: 447 გიგა ბოკერია ივანიშვილის წერილზე - ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი, „საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა“.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ივანიშვილს, რომელსაც ლიდერობის ამბიცია აქვს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სასიკეთოდ, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ შეუძლია.

ბოკერიას თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შეუძლებელია და ამიტომ, ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“.

„ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილისგან მორიგი უტიფარი აღიარება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის. კაცი გვეუბნება, რომ ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებშიო, რასაც თავად იძახის და ორივე ქვეყნისთვის კარგი შედეგი რომც დგებოდეს, მაინც კომპლექსი მექნებოდაო - და ნუ ექნება მერე კომპლექსი.

ქვეყნის ლიდერს, ამის ამბიცია ვისაც აქვს, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ უნდა შეეძლოს, თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე?! თან ამ ყველაფერს კეთილშობილებად გვასაღებს, ეს თავხედი. თვითონვე აღიარებს, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მე არ შეგხვდებით, ჩემს პოლიტიკურ არარაობას შეხვდითო.

და რაც მთავარია, ეს არ შეხვედრა ხომ ის განაცხადია, რომ სანამ ჩემი ფულის პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე გექნებათ ჩემთან პრობლემაო. რა თქმა უნდა, სიმართლე სხვა რამეშია, მთელი ეს კრიზისი ივანიშვილის შექმნილია და არანაირი ილუზია მე არ მაქვს და არავის უნდა ჰქონდეს, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შესაძლებელია, სანამ მას ძალაუფლება აქვს, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა