დიდი ბრიტანეთის საელჩო - ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ თავდასხმებს, რაც წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის მაგალითს
ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან მხნედ გრძნობს - საქმეც ვერ „შეკერეს“
სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ეუთოს 37 ქვეყანა - მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს
კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს
პეტრე ცისკარიშვილი - 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი
ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი - მას, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, კლინიკაშივე წაუყენებენ
ემანუელ მაკრონი - გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში

დავით ჯანდიერი - გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს

29.05.2025 ნახვები: 320

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი სპეცრეისით, „აირზენას“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ჯანდიერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბაჩიაშვილს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პირების ამოცნობა შეუძლია.

ჯანდიერი არ აკონკრეტებს, თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, აცხადებს, რომ ეს კავკასიის ტერიტორიაზე არ მომხდარა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ადვოკატები გატაცებასთან დაკავშირებით გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

„მე შემიძლია გითხართ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ე.წ. მწვანე ზოლის ტერიტორიაზე აიყვანეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, ის საერთოდ არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე, მისი გადმოყვანა, გატაცება მოხდა სხვა ქვეყნიდან, რომლის დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. ეს არ იყო ფორმალური და სამართლებრივი პროცედურა, რადგან ნებისმიერი პირის დაკავებას, თავისუფლების აღკვეთას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი მაშინაც კი, როცა მას სასჯელი აქვს მისჯილი. მოცემულ შემთხვევაში, მისი დაკავება ფორმალური პროცედურების გათვალისწინებით არ მომხდარა, ანუ ოფიციალური ექსტრადირების პროცედურა არ არის განხორციელებული, ამის თაობაზე დოკუმენტაცია არ ყოფილა გაფორმებული. იმ ორი დღის განმავლობაში მას სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებდნენ“, - განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, კონკრეტულად, თუ რა ლოკაციაზე ჰყავდათ ბაჩიაშვილი ორი დღის განმავლობაში, ადვოკატი პასუხობს, რომ ამ ინფორმაციას ვერ გააჟღერებს.

„ჩემთვის ეს ინფორმაცია მისგან ცნობილია, უბრალოდ, ამ ეტაპზე გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ის „აირზენას“ ბორტით წამოიყვანეს, რომელიც იყო სპეციალური რეისი, რათა მისი გადმოყვანა მომხდარიყო, ამიტომ ვერსია, რომელიც ვრცელდება, აბსოლუტურად არასწორია. ასევე, არასწორია ინფორმაცია, რომელიც მოვისმინე თითქოს, დაწყებული გამოძიების შესახებ - არავითარი კავშირი ამ გამოძიებას მის გატაცებასთან არ აქვს, რადგან ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საუბარია გამოძიებაზე საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით და არა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც გიორგიმ ისაუბრა“, - განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში, ადვოკატი არც ამას პასუხობს.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფორმაცია არ ვიცი, უბრალოდ არ შემიძლია დავაზუსტო, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვასახელებთ იმ სახელმწიფოს, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, გადაჭრით შემიძლია გითხართ, რომ ეს არ იყო კავკასიის ტერიტორია და არ იყო იმ განცხადების შესაბამისი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელდა...დაახლოებით იცის ლოკაცია, თუ სად იმყოფებოდა, თუმცა, ასეთი ტიპის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, თვალებახვეულ მდგომარეობაში როგორ შეძლო მან ლოკაციის დადგენა, ადვოკატი პასუხობს რომ ბაჩიაშვილი ასეთ მდგომარეობაში გარკვეული პერიოდი იყო.

„გარკვეული პერიოდი იყო თვალებახვეულ მდგომარეობაში. სულ ორი დღეა, რაც ის დააკავეს, ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს სხვადასხვა დავებზე მუშაობა, მასთან შეხვედრაც, ამიტომ გიორგი ბაჩიაშვილთან კიდევ ერთხელ გვექნება შეხვედრა და ყველა ფაქტობრივ გარემოებას დეტალურად გავივლით“, - აცხადებს ჯანდიერი.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, განუმარტეს თუ არა ბაჩიაშვილს, თუ სად იმყოფებოდა, ან პირად საუბარში რას ეუბნებოდნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ მასთან „არავითარი ფორმალური პროცედურა არ განხორციელებულა“.

„რამდენადაც მახსოვს, საუბრის დროს, ფოტო გადაუღეს, თუმცა, არც ერთი სამართლებრივი პროცედურა არ განხორციელებულა“, - აცხადებს ჯანდიერი.

ის არ საუბრობს კონკრეტულად თუ რა ვითარებაში დააკავეს ბაჩიაშვილი, ან იმყოფებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ის ადვოკატთან ერთად შეხვედრაზე.

„მის დაკავებასთან დაკავშირებით დეტალებს ვერ ვიტყვი, თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ გიორგიმ დღეს გამოძიების დაწყება მოითხოვა, მაგრამ არა იმის გამო, რომ ის გამოძიებას ენდობა. გიორგი ბაჩიაშვილი მზად არის, თუ გამოძიება დაიწყება, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დეტალთან დაკავშირებით, რაც იმ დანაშაულებს უკავშირდება, რაც მის წინააღმდეგ განხორციელდა“, - განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა თვითმფრინავის ბორტზე სხვა პირები, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს.

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს თუმცა, იმ თვითმფრინავში სხვა პირები იმყოფებოდნენ, რაოდენობის შესახებ ზუსტად არ ვიცი, ჯერ ეს საკითხი არ გაგვივლია“, - აცხადებს ჯანდიერი.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ქართველები იყვნენ და მას მათი ამოცნობა შეუძლია.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა