მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

"პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

01.06.2025 ნახვები: 580

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერს“ გოლი გაუტანა, პსჟ-ს დამაჯერებელ გამარჯვებაში (5:0) თავისი წვლილი შეიტანა და ისტორია დაწერა — ის გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძის შემდეგ, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო და პირველი, ვინც ფინალში გოლის გატანა შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალის წინ ხვიჩამ თავი შეუძლოდ იგრძნო და მატჩი გამოტოვა, ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი მაინც ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

ფინალი პსჟ-მ იდეალურად დაიწყო – სწორედ კვარაცხელიამ წამოიწყო შეტევა, რომელიც ფაბიან რუსმა და ვიტინიამ გააგრძელეს, ხოლო დეზირე დუეს პასით მე-12 წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ პარიზელები დააწინაურა.

მე-18 წუთზე კვარაცხელიამ გოლის გატანა თავადაც სცადა – სწრაფი კონტრშეტევის დროს კარი დაუმიზნა, თუმცა მცირედით ააცილა. მალე პსჟ-მ სხვაობა ორბურთიანი გახადა. მეორე გოლის ეპიზოდშიც ხვიჩა გამოირჩა – კონტრშეტევა ისევ მან დაიწყო, საბოლოოდ კი უსმან დემბელეს გადაცემა დეზირე დუემ გოლად აქცია.

ტაიმის ბოლოს კვარაცხელიამ ორჯერ დაარტყა კარისკენ და „ინტერის“ მეკარე სომერიც შეაწუხა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

შესვენების შემდეგ „ინტერმა“ შეტევები გააძლიარა, თუმცა თამაშს კვლავ ფრანგები აკონტროლებდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ორჯერ სცადა გატანა და ორივეჯერ კარს ააცილა.

ყველაფერი 63-ე წუთზე გადაწყდა — სწრაფ კონტრშეტევაზე დეზირე დუემ, რომელიც ამ შეხვედრის გმირად იქცა, დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახადა. ასეთ ვითარებაში „ინტერს“ მატჩის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩა.

ამის შემდეგ კი მილანელთა კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. უსმან დემბელეს გადაცემით ის მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 4:0 გახადა. ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში პირველი ქართული გოლია.

87-ე წუთზე „ინტერის“ კარში მეხუთე გოლის ავტორი შეცვლაზე შესული სემი მაიულუ გახდა და მან შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სათქმელია ისიც, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ე.წ. „კავკასიურ დერბიში“ ჰენრიკ მხითარიანს მოუგო. სომეხი ნახევარმცველი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კავკასიელ ფეხბურთელად ითვლებოდა, კარიერაში მოიგო როგორც ევროპის ლიგა („მანჩესტერ იუნაიტედთან“), ისე – კონფერენს ლიგა („რომასთან“), თუმცა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული, ჩემპიონთა ლიგის თასი მისთვის მიუწვდომელი დარჩა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა