გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე-სალომე ზურაბიშვილი

28.02.2022 ნახვები: 628

"დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი",- ამის შესახებ საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს მთელი ევროპა ერთიანია და ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით იქ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო.

ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ. მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო არის, როგორც უკრაინა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, თავისი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა