კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

კახა კალაძე - მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა რადიკალური დაჯგუფება

ნახვები: 491 კახა კალაძე - მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა რადიკალური დაჯგუფება

მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ - რაც შეეხება ოპოზიციას, რასაც უბრძანებენ გარედან, რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

„გაერთიანდება ოპოზიცია თუ დაშლილები იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურ განცხადებებს, რომ ისინი, არცერთი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. გაიხსენეთ განცხადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ რასაც უბრძანებენ გარედან, რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ხომ ჰქონდათ პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. აი, ძალიან მალე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ვნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომელსაც არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ. როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს და არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ პატრონებს გარედან. შესაბამისად, რასაც უბრძანებენ, ეტყვიან, იმას გააკეთებენ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩვენ მზადება საარჩევნოდ დაწყებული გვაქვს“,- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა თავად კალაძე, დარჩეს მერობის კანდიდატად, აღნიშნა, რომ კი.

„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა”,- განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

„გამოთქვეს ვითომ მზადყოფნა, რომ შეიძლება თბილისი წავართვათო. მიიღონ მონაწილეობა და ვინ რას წაართმევს, მაგას ვნახავთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა