მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

სალომე ზურაბიშვილი - ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და გაუგებარიც კი

05.06.2025 ნახვები: 422

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და გაუგებარიც კი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არც ცესკო შეცვლილა, კანონი, მედია და პოლიტიკური გარემო გაუარესდა და პოლიტიკური ლიდერები კი ციხეში არიან.

„ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი. ყოველდღიურად ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში, რომ არანაირი ნდობა არ შეიძლება არავის ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ ასეთი სასამართლო რომელიმე არჩევნებში რომელიმე დავას გაამართლებს რომელიმე პარტიისთვის. თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ, როგორც მინიმუმ, მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ. ასევე, მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნების ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან არამხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია. შემოტანილია სარჩელი მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების დიდი შეზღუდვა, რომელიც არსად მინახავს და რომელმაც შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება.

შეკრების თავისუფლება პრაქტიკულად არ არის. ვინმემ მითხრას სად არის საჯარო სივრცეები, თბილისშიც კი ძნელი მოსაპოვებელია. რუსთაველზე თუ გაივლი, გაისეირნებ, ეს საკმაოდ ძვირადღირებული გასეირნება გამოდის.

კანონმდებლობის კუთხით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები არათუ რამენაირად გამოასწორებს გაყალბებას, რაც წინა არჩევნებში იყო, არამედ უფრო დამძიმდა ეს. ცესკო ისეთივეა როგორც იყო. დამკვირვებლების უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო დამკვირვებლებიც იშვიათად მოდიან. ცხადია, ადგილობრივ არჩევნებში დიასპორა არ იღებს მონაწილეობას. ამ პირობებში, ვინმეს თუ აქვს რაიმეს იმედი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, მე ვერ ვხედავ, არ მესმის, შეიძლება რაღაც არ ვიცი. ვერ ვხედავ როგორ შეიძლება ამან გამარჯვება მოიტანოს და არ მოიტანოს იმედგაცრუება იმ საზოგადოებაში, რომელიც იბრძვის ამდენი თვეა, იმ ადამიანებში, რომლებიც არიან ციხეში. როგორ შეიძლება შეხვიდე არჩევნებში, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში. რანაირად შეიძლება ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე?!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა