კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ჯო უილსონი - ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს

ნახვები: 510 ჯო უილსონი - ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს

ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.

„თბილისის „სივილ ნიუსი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ კორუფციულმა ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ პარტიამ განცხადება გაავრცელა დემოკრატიის წინააღმდეგ. ციტატა: „ყოველი პოლიტიკოსი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია და ჯო უილსონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია".

„ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო.

ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს.

ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს „MEGOBARI აქტს“ 349-42-ზე ხმებით. კონგრესის 90%-მა მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს. ეს ქართველ ხალხს დიქტატორ ივანიშვილის მიტოვების არჩევანს აძლევს“, - განაცხადა უილსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა