რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული C130 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წალენჯიხის მერიის ინიციატივით, კლინიკა "ოფთალმიჯის“ ექიმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ
კორუფციულ დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება ექნებათ
ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის
მზია ამაღლობელი - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს
შსს - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი
გოჩა მირცხულავა: საპატრიარქოში კასტინგია - ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი
Occupiers seize cars from residents of Skadovsk at gunpoint – partisans

ლევან ხაბეიშვილი - უკიდურესად მძიმე ფაქტია, ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა

09.06.2025 ნახვები: 374

უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა - აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასა და მასზე ზეწოლაზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა.

„უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა. აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! ბანდფორმირებები, მარბიელები, მწამებლები ქუჩაში დათარეშობენ და არანაირი სახელმწიფო, არანაირი სამართალი აღარ არსებობს!

გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა და აბსოლუტური სოლიდარობა პირადად მას!”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა