გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადავიარეთ-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 946 ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადავიარეთ-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 1 500- 3 000-ის ფარგლებში მერყეობს და შეინიშნება კლების ტენდეცია, რაც ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელ ინდიკატორებშიც ჩანს.

„შემცირებულია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა. შემცირებულია რეპროდუქციის ინდექსი, რაც დამაიმედებელია. ასევე მცირდება მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდეცია გაგრძელდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადალახა.

„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. დღეს უკვე სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოცდა, აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა არ უნდა გათამამდეს და რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვას.

„ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრების თავიდან აცილება, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა და აცრები, რაც ძალიან შემცირებულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუსტერიზირებულ მოსახლეობაში „ომიკრონის" შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა გვაქვს, ვიდრე იგივე არაცრილებში ან ორჯერ აცრილებში, ასევე ნაკლები სიკვდილიანობა გვაქვს ბუსტერიზირებულ ადამიანებში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებ,თ მიმართეთ აცრის პუნქტებს და აიცერით", - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა