საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა
ელენე ხოშტარია: პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებას კი არა, ესკალაციის მომზადებას ემსახურება
გენერალური პროკურორი კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა

მამუკა ხაზარაძე - მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს: მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის

ნახვები: 652 მამუკა ხაზარაძე - მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს: მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის

მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს: მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. პროტესტში ვიქნებით ერთად, მაგრამ ამ არჩევნებს ნუ გამოტოვებთ, ნუ იქნებით პასიური დამკვირვებლები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისა და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება „ქართულ ოცნებას“, რადგან მისი ხმა პირდაპირ ეთვლება კახა კალაძეს.

„ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ეს მიზანი არ განსხვავდება იმ ხალხის მიზნისაგან, ვინც დღეს ბოიკოტშია, ვინც სხვა პოზიციაზეა. ამიტომ მე მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც დღეს ჩვენ გვისმენს, რომ უნდა გამოვიდეთ ამ არჩევნებზე და არ დავუთმოთ არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“. ხმამაღლა ვამბობ, ვინც არჩევნებზე არ მიდის, ის ეხმარება „ქართულ ოცნებას“, ეს ასეა იმიტომ, რომ მისი ხმა პირდაპირ ეთვლება კალაძეს. მე არ მინდა, რომ რუსული „ოცნების“ გენერალური მდივანი უკვე მესამე ვადით მართავდეს თბილისს, ეს არის სირცხვილი. არ შეიძლება ამ ადამიანმა და ამ კლანმა მართოს ასეთი კორუმპირებული მეთოდებით ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ჯიბეში და ჩვენს ბიუჯეტში ხელები აფათუროს.

როცა ასეთი საკითხები დგება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზეპარტიული გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთვის ის ხელშეკრულება და მემორანდუმი, [პარტიასთან] „გახარიას საქართველოსთვის“ გავაფორმეთ, ეს არის პარტიის ზემოთ დადებული მემორანდუმი. ჩვენ აქ სამშობლოზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ და პირადი წყენები და ამბები უნდა გადავდოთ. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ დღეს ჩვენ გადასარჩენი გვაქვს თბილისი და ის მუნიციპალიტეტები და ქალაქები, პირველ რიგში, რომელიც მოგებული გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა