შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე - სწორედ ეს აჩვენებს გუნდის სიძლიერეს, რომ აქვს უნარი, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, გამოავლინოს
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
გრიგოლ ლულიაშვილი დააკავეს
NGU showcases modernized Shylka anti-aircraft gun
Budanov comments on recent high-profile corruption scandals in Ukraine
NGU soldiers repel mechanized assault by Russian forces near Dobropillia
გრიგოლ ლილუაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
Defense Forces do not confirm Russian control over hill in Sumy region

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

20.10.2025 ნახვები: 351

 

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია “ასკანელმა” გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის საწარმო გახსნა. ქარხანა 22 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს და 6 მილიონ ბოთლ ბრენდს აწარმოებს.

20-მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისი იყო, ბანკმა ქარხანა 14 მილიონი ლარით დააფინანსა.

საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, პროდუქცია კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება.

თიბისისა და კომპანია “ასკანელს” პარტნიორობის 22-წლიანი ისტორია აქვთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთობლივად 70 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა: თანამშრომლობა მოიცავს: რთველისა და ვენახების დაფინანსებას, ღვინის წარმოებისთვის საჭირო ცისტერნებისა და დანადგარების შეძენას, სასტუმროს მშენებლობას.

“თიბისისა და „ასკანელის“ თანამშრომლობა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გრძელდება. ბაკურციხეში ახალი საწარმოს გახსნით, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ რეგიონების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას. ღვინო და სპირტიანი სასმელები მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია, ამიტომ ბანკისთვის პრიორიტეტულ სექტორებად რჩება. წელს თიბისის კორპორატიულმა მიმართულებამ რთველი 60 მილიონი ლარით დააფინანსა. ბოლო სამ წელიწადში კი ღვინის სექტორში ჩვენი პორტფელი 40%-ით გავზარდეთ - დაფინანსებამ 285 მლნ ლარს გადააჭარბა”,-გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ეს არ არის მხოლოდ ქარხნის გახსნა, ამ პროექტით ჩვენ ვდებთ ფუნდამენტს ქართული ბრენდისა და ღვინის მომავალში. უპირველესად, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ჩვენი გლეხებისთვის. ბაკურციხეში გახსნილი ახალი კომპლექსი, თავისი 22,000 ტონა სიმძლავრით, ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით სტაბილურ აგრო-ეკონომიკურ ჰაბს, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. მეორე, ეს არის ხარისხისა და ინოვაციის ახალი სტანდარტი - ჩვენი მიზანია, ქართული საბრენდე ღვინომასალის ხარისხი უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. და მესამე, ჩვენ ვქმნით ეროვნულ ღირსშესანიშნაობას, როცა ბორდოს ღვინის ქალაქის ავტორი, ანუკ ლეჟანდრი, გვიპროექტებს კომპლექსს. შემდეგ ეტაპზე აქ მუზეუმიც აშენდება, რომელიც ქართული ღვინის 8000-წლოვან ისტორიას თანამედროვე, ინტერაქტიული 3D სივრცეებით გააცოცხლებს”, - გოჩა ჩხაიძე, კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა