ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - იქ ყველაფერი იდეალური არ არის, მაგრამ გეგმა მზადაა
ზურაბ ჯაფარიძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
საია-ს თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს
Zelensky announces new sanctions against Russia
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - ვიდრე ყველა პროკურორი არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მკვლელებთან ერთად, უკან არ დავიხევ
ზურაბ ჯაფარიძე - მნიშვნელოვანია შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე, ეს არის ის, რაც საერთო ბრძოლას აკლია
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

თინა ბოკუჩავა - მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო რომელ პარტიას გააუქმებს

28.10.2025 ნახვები: 421

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს - ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ აღნიშნული ქმედება შეიძლება იქცეს შესაძლებლობად, რათა დემოკრატიული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და ერთიანობით დაამარცხონ ბიძინა ივანიშვილი.

„პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნისთვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც, ასევე, არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან ერთად, თინა ბოკუჩავა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება და ამ კონტექსტში „ლელოს“ არჩევნებში მონაწილეობას უსვამს ხაზს.

„ენმ, „ახალი“, „ლელო“ აიკრძალებაო ანუ „ლელოს“ "არჩევნებში" კოლაბორაციამაც არ უშველა! ეს ცირკი სინამდვილეში დიდი შესაძლებლობაა გაერთიანებისთვის. ან ახლა, ან არასდროს!“- განაცხადა ბოკუჩავამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა