თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

ნახვები: 610 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ „საპსანის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყო.

„გულწრფელად ვიტყვი, უკრაინა უკვე იყენებს „ნეპტუნებს“, „გრძელ ნეპტუნებს“, „პალიანიცის“, „ფლამინგოსის“ და ასევე „საპსანის“ რაკეტებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკვე დაიწყეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოყენებული რაკეტების რაოდენობა არ დააკონკრეტა.

„არ მინდა, რომ მტერმა ყველა პრეცედენტი და ყველა დეტალი იცოდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „„ნეპტუნები“მართლაც კარგად მუშაობენ“.

„არის მრავალი მომენტი, როდესაც ჩვენი მტერი თვლის, რომ „ნეპტუნის“ რაკეტები გამოვიყენეთ. დაე, კვლავაც ასე სჯეროდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინული „საპსანის“ რაკეტა, რომელიც 480 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს, ამერიკულ „ATACMS“-ზე ორჯერ მეტი ტვირთამწეობისაა. ჟურნალისტები ასევე იუწყებიან, რომ რაკეტას ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ მეტი სიჩქარით ფრენა შეუძლია. „საპსანის“ რაკეტის მოქმედების რადიუსი ოფიციალურად არ არის გამჟღავნებული, თუმცა, ითვლება, რომ შეუძლია, დაახლოებით, 300 მილ (დაახლოებით 482 კმ) მანძილზე მიაღწიოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა