პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

რომან გოცირიძე - ეყოფა თუ არა პუტინს ფული ომის გასაგრძრლებლად?!

29.12.2025 ნახვები: 902

რუსული ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. ამ ფონზე იბადება კითხვა: აქვს თუ არა პუტინს ფული ომისათვის?

ერთი შეხედვით ლოგიკური კითხვაა, მაგრამ როცა საკითხი რუსეთს ეხება, აქ ლოგიკური არგუმენტები უმოქმედო ხდება.

ლოგიკური პასუხია, რომ რუსეთს ომისთვის საჭირო ფული ეწურება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფული არა აქვს. ფული არ რჩება განათლებისათვის, ჯანდაცვისა და სხვა სახის სოციალური საკითხების მოსაგვარებლად, ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ.

ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედრო ბიუჯეტი კი არ მცირდება, არამედ მცირდება სხვა ხარჯები ომის ხარჯების სასარგებლოდ.

რუსეთი დიდძალ ფულს უხდის დაქირავებულ მეომრებს, რათა თავიდან აიცილოს მობილიზაცია. თუ ფინანსურად გაუჭირდა, საზარბაზნე ხორცს უფულოდაც იშოვის.

პუტინმა გაზარდა დღგ-ს გადასახადი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოელ ოჯახს ჩაუძვრა ჯიბეში.

რა ზომამდე უნდა შეწუხდეს რუსი ადამიანი, რომ ომით უკმაყოფილება პოლიტიკური ფაქტორი გახდეს? ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, არა მხოლოდ ფინანსებზე.

როდის აივსება რუსის მოთმინების ფიალა, არავინ იცის. ცნობილია, რომ რუსი ადამიანი ძალიან “მომთმენია”. ხშირად ასეთი долготерпение ასოცირდება პასიურობასთან, მონობასთან და დამცირების უსასრულოდ ატანასთან.

მოარული აზრი რუსულ მოთმინებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ სტერეოტიპულია, მაგრამ ისინი ასახავენ იმ ნეგატიურ ასპექტებს, სადაც მოთმინება არის არა სიძლიერე, არამედ დამცირების მიღება და შიშის შედეგი.

ფინანსებს რომ დავუბრუნდეთ, შემორჩება თუ არა რუსეთს ომის რესურსი, ეს დამოკიდებულია სანქციების გამკაცრებაზეც. როცა ტრამპი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ პუტინი მოლაპარაკებების იმიტაციას ეწევა და სულაც არ ფიქრობს ომის დამთავრებაზე, შემდეგ გამოჩნდება, თუ რა დონის ზიანის მიმყენებელ სანქციებზეა წამსვლელი.

როგორ მივხვდეთ, რომ ფული არ ყოფნის? ამის პირველი ნიშანი გადასახადების ზრდაა. ომი დამთავრდება მაშინ, როცა გაჩნდება შიდა უკმაყოფილებაა. არაა აუცილებელი ეს ქუჩის აქციებში გამოიხატოს. აქციებში მონაწილეობა რუსეთში უკვე სასჯელია. ნებისმიერი სამშვიდობო გამოსვლა პირდაპირ ან ირიბად აღიქმება ომის შეყვეტისაკან მოწოდებად, ეს კი ახალი რუსული კანონით ნიშნავს არმიის დისკრედიტაციას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ვადით 7 წლამდე.

რუსეთში კიდევ უფრო აბსურდული კანონებიცაა, მაგალითად, თუ მოუწოდებ, რომ რუსეთი დასანქცირდეს, ჩაგსვამენ ციხეში 5 წლით. რუსული პარადოქსი ის არის, რომ ეს მორჩილი ერი არც თუ იშვიათად მიმართავდა ბუნტს და ახდენდა რევოლუციებს. ამის შიში რუსი მმართველობის ქვეცნობიერშია. არც პუტინია გამონაკლისი.

მასების პასიურ უკმაყოფილება და პოტენციური ამბოხის შიში კარის გადატრიალების რისკების შემცველია. ხელისუფლების შიდაგადატრიალებით ცვლილება რუსული ტირანიული მმართველობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

ვნახოთ რას მოგვიტანს მომავალი 2026 წელი.  ყველაზე დიდი მოლოდინი უკარაინაში სისხლისმღვრელი ომის დამთავრება.

როცა ომი მთავრდება, მშვიდობის რომ უნდა გვეშინოდეს, ეს მხოლოდ ფრთოსანი გამონათქვამი არ არის. ომის შეწყვეტა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს რეგიონში. ამისთვისაც უნდა ვემზადოთ.

ავტორი: რომან გოცირიძე

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა