უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები შეიცვალა

12.01.2026 ნახვები: 425

დღეს, 2026 წლის 12 იანვარს, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისა და გაცვლის წესებს ცვლის. "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აკონკრეტებს იმ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო ქონების გადაცემა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გახდება შესაძლებელი.

ახალი წესების მიხედვით, მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვილი ინვესტიციებია:

  • ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელია, თუ მყიდველი აიღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე მინიმუმ 100 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს (დღგ-ს გარეშე).
  • თუ ბიზნესმენს უკვე აქვს საკუთარი ქონება, რომელშიც 100 მილიონი ლარი უკვე დააბანდა (რაც აუდიტით უნდა დადასტურდეს) და მას გვერდით მდებარე სახელმწიფო მიწა სჭირდება ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად, სახელმწიფოს შეუძლია ეს ქონება პირდაპირ მიჰყიდოს.

დადგენილების მიხედვით, გარდა მსხვილი ბიზნესისა, პრივატიზების ეს ფორმა გამოყენებული იქნება სოციალური მიზნებისთვისაც:

  • დევნილების და ეკომიგრანტების საცხოვრებელი: სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, ქონება შეიძლება გადაეცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს ან სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად;
  • ინფრასტრუქტურული პროექტები: ენერგეტიკის, წყალმომარაგების, გზების ან საბაგიროების მშენებლობისთვის საჭირო ქონება ასევე შეიძლება პირდაპირი წესით გასხვისდეს;
  • დავების დასრულება: ქონების პირდაპირი მიყიდვა შესაძლებელი ხდება სასამართლო ან საარბიტრაჟო დავების მორიგებით დასასრულებლად.

დოკუმენტი ასევე განმარტავს სახელმწიფო ქონების გაცვლის (ე.წ. ბარტერის) წესს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორ შემთხვევაში:

  1. თუ გაცვლის საჭიროება გაწერილია დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით.
  2. თუ არსებობს სახელმწიფო უწყების დასაბუთებული შუამდგომლობა, რომ გაცვლა აუცილებელია სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისთვის.

დადგენილება სრულად ფუნქციონირებადი 2026 წლის 12 იანვრიდან გახდება. მანამდე კი, პრივატიზების პროცესი ძველი რეგულაციებით გაგრძელდება. ცვლილებები ეფუძნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში 2025 წლის ნოემბერში შესულ შესწორებებს.

სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად გასული წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა და "უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე". უკვე 8 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრივატიზაციის პირობები ზუსტად კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრება. სწორედ ეს ცვლილებები შევა ძალაში მომავალ კვირას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა