ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ბორელი: პუტინმა მარცხი განიცადა უკრაინის წინააღმდეგ შედგენილ ყველა გეგმასა და გათვლებში

ნახვები: 704 ბორელი: პუტინმა მარცხი განიცადა უკრაინის წინააღმდეგ შედგენილ ყველა გეგმასა და გათვლებში

რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მარცხი განიცადა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებამდე შედგენილ ყველა გეგმასა და გათვლებში და ახლა მან დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს უაზრო და არაპროვოცირებული ომი. ამის შესახებ ვერსალში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორლეის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასე გაერთიანებულნი არასოდეს ყოფილან.

„პუტინს სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობას შესძლებდა, მან ვერ შეძლო“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა და დასძინა, რომ პუტინმა ვერ შესძლო ევროკავშირის გაყოფა და ევროატლანტიკური ურთიერთობების შესუსტება, „ახლა მან უნდა შეწყვიტოს ომი“.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა უმიზეზოდ წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„დღესდღეობით ტელეეკრანიდან ყველა ხედავს რა ხდება. რუსები მასიურად და განურჩევლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, კლავს ასობით მშვიდობიან მოქალაქეს და ასახლებს ორ მილიონ ლტოლვილს. ჩვენი ბრალია? ორი მილიონი ლტოლვილი... არა. რუსეთი აწარმოებს ომს, როგორც სირიაში, როგორც ჩეჩნეთში, ბომბავს და ანადგურებს ქვეყნებს", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა