ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა

ნახვები: 710 ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების პირველივე წუთებიდან პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა.

„სიენენის" ცნობით, ბაიდენმა ხელი 17 განკარგულებას მოაწერა. მათ შორის, გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება და ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას. აღნიშნული პროცესი 30 დღე გასტანს.

გარდა ამისა, ბაიდენმა გააუქმა „ქისთოუნ იქსელის" სადავო მილსადენის პროექტი, უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეთა აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით, შეაჩერა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა და ამით გააუქმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რომლის საშუალებითაც, ტრამპი კედლის მშენებლობას აფინანსებდა.

ეს იმ განკარგულებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჯო ბაიდენმა ადმინისტრაციის გადაბარების პირველივე წუთებიდან მოაწერა ხელი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა