ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““
ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს-კობახიძე

ნახვები: 702 რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს-კობახიძე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები; სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც კობახიძემ განაცხადა, 2008 წლის შემდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუწესებია საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წლის სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ - არავის, ვიმეორებ არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა