ირაკლი ღარიბაშვილი: „ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობის გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება““
ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს

კელი დეგნანი - აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს

ნახვები: 703 კელი დეგნანი - აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო მომავალში შეხვედრებისა და კომუნიკაციის დღის წესრიგს.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ამერიკის სახელმწიფო მდივნისადმი დავით ზალკალიანის მიერ გაგზავნილი წერილი, სადაც, ვრცლად არის საუბარი აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

აშშ-ის ელჩმა ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან ინტენსიური მუშაობის მზაობა.

„ჩემთვის ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლეგებთან შეხვედრა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენ საკმაოდ დატვირთული განრიგი და დღის წესრიგი გვაქვს. შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მომავალი სამუშაო შეხვედრების გრაფიკი. უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, რომელსაც ჩვენს ქართველ კოლეგებსა და მეგობრებთან მუშაობის უდიდესი სურვილი აქვს. ასე რომ, ჩვენ მოუთმენლად ველით პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. რა თქმა უნდა, მინისტრ ზალკალიანს ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა.

სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების პარალელურად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების არსებულ გარემოს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობას საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა