გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

გოჩა მირცხულავა: ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო პოლიტიკურ ფაზაში

18.02.2021 ნახვები: 647

ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო პოლიტიკურ ფაზაში. ნუ მეტყვის ოპოზიცია, რომ მას ეს სცენარი გათვლილი ჰქონდა. ცხადია - არა! ამას მეტყველებს ეიფორია და რეალობას აცდენილი კომენტარები რომელიც გვესმის. (თითქოს გახარიას გადადგომას ითხოვდა ვინმე და მიზანი მიიღწა). 

აქაც დავწერე რამოდენიმეჯერ - ეს არის ფაზა, როდესაც სხვამ არავინ, არამედ კობახიძემ და ნეორეაქციონერებმა "რაღაც" უმნიშვნელოვანესი - სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედება უნდა განახორციელონ და ამაზე ნაფიქრი ოპოზიციაში არავის აქვს.
ახლა ერთადერთი შანსი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობას. არა დიპლომატიურ კორპუსს, რომლებსაც ლამის ეროვნული საგანძური გაატანა ოცნებამ
თავიანთ ქვეყანაში - არამედ მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი - ცხადია, ბატონი გახარიას გადაწყვეტილება არის მსოფმხედველობითი კონფლიქტის ნაწილი. ისიც კარგად მესმის, რომ ახლა პარტიული ფინქციონერები და კომფორმისტები მის გმობაში არიან, რაც გახარიას პროგრესულობას კი არ უსვამს ხაზს ან ვინმეს რეტროგრადობას, არამედ ხაზს უსვამს საფრთხის გააზრებას პრემიერ-მინისტრისგან, რომელმაც შს მინისტრის რანგში 20 ივნისზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ახლანდეკი ინდიკატორებით კი საფთხე და შედეგები ბევრად მძიმე აღმოჩნდებოდა.
და ბოლოს - მოცემულობას ქმნიან როგორც პერსონები ასევე მოვლენები და გარემოებები. ამ
ეტაპზე ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა (ორივე მხარეს) რეალურად არ იცის და არ აქვს მოვლენების განვითარების გეგმა. ოცნება (დღეს) ვადამდელზე არ თანხმდება, ოპოზიცია სხვა შესაძლბლობებს არ განიხილავს. ხელისუფლებას მოუწევს მელიას დაკავება ძალის დემონსტრურებისთვის. წინააღმდეგობას კი ( ვშიშობ რომ
ეს არის აქ ამოცანა) უპირველესად მოყვება ჩრდილოელო მეზობლის განცხადებები (ქმედებებიც ალბათობაც არ გამოირიცხება) საქართველოს სუვერენტიტეტის შელახვის (ცინიზმია მოსკოვის სტილი) სახელმწიფო გადატეიალების მცდელობის შესახებ და დასავლთთან ძალიან მძიმე საუბარი, რომ არ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, რადგან საქართველო მათი გავლენის სფეროა. და ბოლოს, ისე ხომ არ აღმოჩნდება, რომ
ჩვენ გავხდებით მეშვიდე ერი ექვსი ერის ერთობაში? დსთ-შიც ბოლოს არ შევჩანჩალდით - შეგვათრიეს... ეს ხომ არ იყო ის ამოცანა, რისთვისაც "დატოვეს"
კობახიძე თავმჯდომარედ და რაც თვით ბიხინა ივანიშვილმა ვერ იკისრა? ნუ გავიწყდებათ, რომ კობახიძე მორალური კატეგორიებით არ ოპერირებს და მას სენტიმტებს ვერავინ გაუღვიძებს.
მოკლედ, ახლა ჩვენ ეგზისტენციალურ საკითხამდე მივედით და რამდენი იაზრებს ასე ვითარებას ამაზე ვერაფერს გეტყვით
., - წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის ფეისბუქგვერდზე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა