Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

დაინტერესებული ვართ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს შედეგით-ლავროვი

28.03.2022 ნახვები: 525

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით, რომელშიც რუსეთის პრინციპული მიზნები იქნება მიღწეული.

სერგეი ლავროვმა ამის შესახებ სერბულ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.

სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები დღეს ან ხვალ განახლდება სტამბოლში, პირისპირ შეხვედრის ფორმატში, რომელზედაც რუსეთის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის საკითხებზე შედეგის მიღწევა იქნება.

„მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ახლაც გრძელდება, დღეს ან ხვალ მოლაპარაკებები განახლდება სტამბოლში, ვიდეკონფერენციების სერიის შემდეგ უკვე პირისპირ რეჟიმში. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს შედეგით, რომლითაც მიღწეული იქნება ჩვენი ფუნდამენტური მიზნები. მე მაინც ვხედავ, რომ არსებობს შეთანხმების შანსები, რადგან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს ყველაზე უხეში გრძელვადიანი შეცდომების გაცნობიერება, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ისინი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას ხმამაღლა იტყვიან. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინამ შეწყვიტოს დასავლეთთან, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საფრთხის შექმნის სახით, ფიზიკური სამხედრო მუქარის სახით, რათა უკრაინა აღარ იყოს ქვეყანა, რომელიც მუდმივად მილიტარიზებულია და იქ თავდასხმითი იარაღის განთავსებას ცდილობს. უკრაინის დემილიტარიზაციაც და დენაციფიკაციაც შეუცვლელი კომპონენტია იმ შეთანხმებებისა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეხვედრის გამართვა კონტრპროდუქტიული იქნება.

„პრეზიდენტ პუტინს არასოდეს უთქვამს უარი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ერთადერთი, რასაც ის პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, არის, რომ ეს შეხვედრები კარგად იყოს მომზადებული. უამრავი პრობლემა დაგროვდა, ასე რომ, მხოლოდ შეხვედრა და აზრთა გაცვლა რას ფიქრობ და მე რას ვფიქრობ, ახლა უბრალოდ კონტრპროდუქტიული იქნება. შეხვედრა საჭირო იქნება, როგორც კი მივიღებთ სიცხადეს ყველა საკვანძო საკითხზე" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა