გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

ასოცირების საბჭო განმეორებით მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ

17.03.2021 ნახვები: 641

„ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო / ODIHR-ის მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით," - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

ამასთან, პრესრელიზში აღნიშნილია, რომ ასოცირების საბჭო საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო სინანულს გამოთქვამს.

„ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება", - ნათქვამია პრესრელიზში.

ამასთან, ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.

შეგახსენებთ:

 

* ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელად კრისტიან დანიელსონი დანიშნა.

 

* დანიელსონს მანდატი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეთანმებით მიენიჭა.

 

* პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ, სრულად ჩაერთონ კონსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში.

 

* კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს საქართველოს - 2015 წლიდან იგი ევროკავშირის სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

 

* საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა.

 

* ვითარების განმუხტვის მიზნით, ევროკავშირისა და აშშ-შის ელეჩების შუამვლობით დაიწყო პროცესის ფასილიოტაცია. მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა.

 

* ოპოზიციამ რამდენიმე პირობა წამოაყენა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები. გამოითქვა მოსაზრება პლებისციტის ჩატარების შესახებაც.

 

* 1-ელ მარტს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ფასილიტაციიდან მედიაციის პროცესზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლეთა შეხვედრა გაიმართა მისი მონაწილეობით.

 

* შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შედგენილია 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის გარშემოც მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

 

* 12 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა.

 

* 13 მარტს, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

*15 მარტის მონაცემებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები ისევ გრძელდება.

* 15 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ასოცირების საბჭოს სხდომა 16 მარტს გაიმართა.


* „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში," - განაცხადა 16 მარტს, საჭოს სხდომის შემდეგ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა