კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა-რატომ არ მივიდა ოცნება მებრძოლების სამძიმარზე

ნახვები: 542 შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა-რატომ არ მივიდა ოცნება მებრძოლების სამძიმარზე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ იმ ფონზე, როცა მოხალისეებს არ გზავნიან, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა.

დღეს, პირველ აპრილს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალსიტის კითხვას იმის შესახებ, რატომ არ მივიდნენ ქართული ოცნების ლიდერები მებრძოლების პანაშვიდზე, მდინარაძემ ასე უპასუხა:

"როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ აცხადებს, რომ წინააღმდეგია უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? რაიმე მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების?

ჩვენ არ და ვერ ვუშვებთ ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო მოხალისეებს. ამ დროს ჩვენ უნდა დავფიქსირდეთ თუ არა იქ, თუ უბრალოდ, შემოვიფარგლოთ იმით, რასაც ვაკეთებთ.

ერთი მხრივ პროტოკოლური, მეორე მხრივ უხერხული საკითხია იმდენად, რამდენადაც ეს არის თუ არა წამახალისებელი ეფექტის მატარებელი, ამაზე დავა შეიძლება.

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა".

უკრაინაში, ქალაქ ირპენისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი თბილისში 31 მარტს, გამთენიისას ჩამოასვენეს. მომდევნო დღეს იგი ქაშუეთის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც მოქალაქეები მივიდნენ და დაღუპულს პატივი მიაგეს.

17 მარტს სწორედ ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს კი მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა.

ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა