MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ყოფილ ცოლზე ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები გამოძიებამ სასამრთლოს წარუდგინა

ნახვები: 539 ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ყოფილ ცოლზე ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები გამოძიებამ სასამრთლოს წარუდგინა

19 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება. როგორც ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ CNews-ს განუცხადა, გამძოებამ საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს უკვე წარუდგინა. ამასთან, უკვე დაკითხულია სამი მოწმე და სამივე მათგანმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება დაადასტურა.
ცნობისთვის: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 21 მაისს, სსკ-ის 126¹-ე მუხლით დააკავეს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.
დაკავების დღესვე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოიცა (სულ 6 ორდერი), რაც მხარეებმა გაასაჩივრეს. 8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის ოჯახს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. ორდერებს მოქმედების ვადა 21 ივნისს ამოეწურა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის საქმე ორეპიზოდიანია . კერძოდ, ერთი ეპიზოდი ფიზიკურ ძალადობას ეხება, მეორე კი - ქონებრივ დავას.
ფიზიკური ძალადობის ნაწილში ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ინტერსებს ადვოკატი თამარ გაბოძე იცავს, რომელიც არ აკონკრეტებს ნელი დოროყაშვილზე ოჯახში ძალადობა როდის დაიწყო, თუმცა ამბობს, რომ ძალადობა ერთჯერადი არ ყოფილა და მას ხანგრძილივი ხასიათი ჰქონდა.
„სანამ დაზარალებული სასამართლოს დეტალურ ჩვენებას არ მისცემს, ძალადობის დაწყების თარიღის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ძალადობა ერთჯერადი არ ყოფილა," - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ძალადობის ეპიზოდებს, ადვოკატი განმარტავს, რომ ჩოგბურთელს ბრალი წაყენებული აქვს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე, ეკონომიკურ და ფიზიკურ ძალადობაზე.
სანამ დაზარალებული სასამართლოს დეტალურ ჩვენებას არ მისცემს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილია. საქმე უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება - მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია. ამასთან, დაკითხულია სამი მოწმე. სამივემ გამოძიებაში მიცემული ჩვენება დაადასტურა. ამ დაკითხული სამი მოწმიდან ოჯახის წევრი არც ერთი არ არის, თუმცა მოწმეების სიაში ორივე მხარის ოჯახის წევრები არიან," - აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, ცნობილია, რომ ბასილაშვილის საქმეში ძალადობის ამსახველი ვიდეო და აუდიომტკიცებულებებიც არსებობს. CNews-ის კითხვაზე, როცა ამ მტკიცებულებების სასამართლოზე განხილვა მოხდება, ბასილაშვილი თავის გამართლებას შეეცდება თუ არა, ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის, როგორც დაზარალებულის მხარისთვის უცნობია, ბრალდებული თავის დაცვის როგორ სტრატეგიას აირჩევს.
„მტკიცებულებების წარდგენას თავისი წესები აქვს და გამოძიება სასამართლოს უკვე წარუდგინა. საერთოდ, რამდენიმე სახის მტკიცებულება არსებობს - ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები, აუდიო ჩანაწერები... გიდასტურებთ, რომ გამოძიების მიერ მტკიცებულებები უკევს სასამართლოშია წარდგენილი, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუ რა სახის მტკიცებულებებზეა საუაბრი. რაც შეეხება თავის გამართლებას, დაცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ბასილაშვილსაც შეუძლია, თავისი პოზიცია აირჩიოს - თავი დამნაშავედ სცნოს ან არა. ბუნებრივია, ჩვენ ბრალდებულის პოზიციიდან ვერ ვიმსჯელებთ, თუმცა ამ ეტაპზე ის თავს დამნაშავედ არ სცნობს, რაც მისი უფლებაა. ასევე, მისი უფლებაა, რომ პოზიცია ნებისმიერ ეტაპზე შეიცვალოს," - ამბობს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი.
შეგახსნებთ, რომ 2020 წლის 24 მაისს, სასამართლომ ჩოგბურთელი წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა