ტრამპი: რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართა
ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კონკრეტული პროექტებით იწყება
EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region

თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საფასური ასტრონომიული იქნება-ნულანდი

ნახვები: 711 თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, საფასური ასტრონომიული იქნება-ნულანდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ევროპეისკაია პრავდასთან ინტერვიუში ნულანდმა თქვა, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინმა უკვე გასცა საშინელი, მანკიერი, სასტიკი ომის დანაშაულების ჩადენის ბრძანება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

თუმცა, რუსეთი ამისთვის ასტრონომიულ ფასს გადაიხდის. 

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის კატასტროფული იარაღი. 

ვერავინ გამორიცხავს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას. 

იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინმა უკვე გასცა საშინელი, მანკიერი, სასტიკი ომის დანაშაულების ჩადენის ბრძანება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის კატასტროფული იარაღი. 

ჩვენ ძალიან აგრესიულად ვაიძულებთ კრემლს, გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული არა მხოლოდ უკრაინისა და მსოფლიოსთვის - ეს იქნება აბსოლუტურად კატასტროფული პუტინისა და პუტინის რუსეთისთვისაც. 

პუტინი პასუხს აგებს უკვე ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, მაგრამ კატასტროფული იარაღის გამოყენება ამ ყველაფერს სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს. უკრაინა მარტო არ დარჩება. პუტინისა და პუტინის რუსეთისთვის საფასური ასტრონომიული იქნება". - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა